გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
აღნიშნული პირებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა.
გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. სანდრა რულოვსის შემთხვევაში კი პირადი განცხადება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, რიგით მომდევნო "ქართული ოცნების" სიაში არიან გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" სიაში - გიორგი ღვინიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.