გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი არის სიმბოლო გამარჯვების, ასევე სიმბოლო იმის, რომ არასდროს არ დავიხიოთ უკან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნაზე.
სკულპტურა ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა.
„გენერალი მაზნიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდადებით იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი. სწორედ მისი გმირული ღვაწლის დაფასების მიზნით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და თბილისის მერიის ორგანიზებით, დაიდგა მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა", - განაცხადა ნარმანიამ.
ღონისძიებას მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საკრებულოს დეპუტატები და გენერლის შთამომავლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.