მანანა კობახიძე ოპოზიციას: იქნებ, დავასრულოთ არაფრისმთქმელი დისკუსია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით
30-11-2016, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იქნებ, დავასრულოთ არაფრისმთქმელი დისკუსია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ უმცირესობას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

 

 

კობახიძის თქმით, საქართველო არის სამაგალითო ევროპული არჩევანის მქონე ქვეყანა მთელს რეგიონში.

 

 

"მინდა ვისაუბრო გზავნილებზე, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა და კოლეგებმა ევროპარლამენტის ასამბლეაში, კერძოდ მუდმივმოქმედ კომიტეტზე გააკეთეს 25 ნოემბერს. განცხადების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არის სამაგალითო ევროპული არჩევანის მქონე ქვეყანა მთელს რეგიონში და აქ არის საუბარი არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე. იქ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები სახალხო პარტიიდან ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჩატარებულ არჩევნებს და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2016 წლის არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები ვიდრე ოდესმე ჩატარებულა. ეს შეფასებები არ არის ზერელე და ეს არის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის. მინდა, ამ ფონზე მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი და რომელიც დარბაზს გარეთაა, იქნებ დავასრულოთ არაფრისმთქმელი დისკუსია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი