"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს სხდომაზე საუბარი იქნება ყრილობის გამართვის, დელეგატების არჩევის წესსა და დღის წესრიგზე.
„ყრილობის რომელ მოდელს ვემხრობი, ეს საიდუმლო არ არის. ძირითადი პაკეტი ითვალისწინებს, რომ ყრილობაზე იყოს 2000 ადამიანი, ეს არის ერთის მხრივ ფართო წარმომადენლობა, ვიწვევთ ყველა ინტერესთა ჯგუფს და ყველა ჯგუფს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული. იქნება მთელი აქტივი წარმოდგნილი. ასეთი პრაქტიკა არის დასავლურ ქვეყნებში. არსებობს მეორე მოსაზრება, სადაც 7000 კაცზეა საუბარი, გადაწყდება ყველაფერი ყრილობაზე", - გადანაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს პარტიის ლიდერის საკითხს არ განიხილავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.