გუბაზ სანიკიძე ”დემოკრატიულ მოძრაობას” შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სანიკიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ის მიმართულება, რაც ნინო ბურჯანაძესა და "დემოკრატიულ მოძრაობას" აქვს არჩეული, კიდევ უფრო გააქტიურებას საჭიროებს.
„ჩემი გადაწყვეტილება განსაზღვრა იმ ვითარებამ, რაც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი და ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორები. ეს მიმართულება არის გასააქტიურებელი და რაც მთავარია, ინტენსივობამ უნდა მოიმატოს. საქართველოს არ აქვს აზიზობის უფლება,“ - განაცხადა სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.