გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო, არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის პოლიტიკოსის შეფასებებში, როდესაც ადამიანითვის უპირველესი არის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მასაც და გუბაზ სანიკიძესაც ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
„ქვეყანას ემუქრება საფრთხე, რომ მან დაკარგოს სახელმწიფოებრიობა და გადაიქცეს უბრალო ტერიტორიად, იმიტომ რომ ქვეყანა იყიდა ერთმა ადამიანმა, რომელსაც უნდა საქართველოს ჯიბეში ჩადება და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მას უბრალოდ ხელს შეუშლის საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, ჩვენთვის მნიშნელოვანია ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და გააგრძელოს სახელმწიფოს მშენებლობა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე იმედი გამოთქვა იმისა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში გუბაზ სანიკიძესთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში.
გუბაზ სანიკიძე დღეს "დემოკრატიულ მოძრაობას" შეუერთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.