საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ 13 მარტისთვის დანიშნული რიგგარეშე სხდომის გამართვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს.
უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, სხდომა კონსტიტუციის სრული დაცვითაა მოწვეული და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნით საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი თქმით, „ჩვენს შემთხვევაში, კონკრეტულად, საპარლამენტო უმცირესობის მოქმედებებიდან სრულიად აშკარად ირკვევა, რომ მათი მთავარი ამოცანაა არა თავისთავად შემოთავაზებული საკითხის განხილვა და ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგებო, საგანგაშო რეჟიმში- ეს ერთი; მეორე, საკითხის განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობის უზრუნველყოფა და მესამე, ამ საკითხის თაობაზე დებატებით, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მედია სივრცის გაჯერება,“ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმცირესობას სურს, რომ „იყოს საგანგაშო მდგომარეობა, პრეზიდენტიც ჩაერთოს ამ საგანგაშო ამბებში და რაც შეიძლება დიდ ხანს ვილაპარაკოთ განგაშზე და უბედურებაზე,“ განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.