სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მოუთმენლად ელის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კვირიკაშვილმა შულცს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამიკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის, მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ხმამაღალი განცხადებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, დასაფასებელია.
,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან ღია და გულახდილი დიალოგისთვის და ვისარგებლო შემთხვევით ჩემი მადლიერების გამოსახატავად. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა პრეზიდენტ შულცის პირად წვლილს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. მინდა, მადლობა ვუთხრა ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და პლურალისტულ გარემოში. ამ არჩევნების შედეგად საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და დაამტკიცა, რომ ის ჩამოყალიბებული დემოკრატიაა.
ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით. ჩვენს დღის წესრიგში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესება მათი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
ეს ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ, ძალიან ამბიციურ პარტნიორობას - სწორედ ამ მიზანს ვიცავთ და ვემსახურებით. ევროპარლამენტის შემდგომი ჩართულობა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია რეფორმების წახალისებისთვის.
ამ თვალსაზრისით, მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან გულახდილი დიალოგისთვის.
ამ შედეგს (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას) მოუთმენლად ელის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას. ის საშუალებას მოგვცემს უფრო მოტივირებულად განვაგრძოთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია. იმედი გვაქვს, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში მალე მოიტანს სასურველ შედეგს და ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება.
ევროპარლამენტის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოტივაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტი კვლავ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. უსაფრთხოება ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის ხმამაღალ და გამბედავ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ამით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ირგვლივ.
დასკვნის სახით, მინდა, ევროპარლამენტს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ევროპული სულისკვეთების მხარდაჭერისთვის და ჩემი მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ შულცის მიმართ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.