ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე მოკვდა სირიის ქალაქ ალეპოში, სადაც სამთავრობო ძალები აძლიერებენ თავიანთ იერიშს ალყაშემორტყმულ, ამბოხებულების მიერ დაკავებულ რაიონებში. ამის შესახებ BBC წერს.
სირიის ადამიანის უფლებების დამცველი მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ჯუბალ-ყუბეხის მიდამოებში სამთავრობო შენაერთების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად.
გავრცელებული ცნობით, ამის გარდა კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა მთავრობის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.
შაბათ-კვირის შემდეგ სირიის ჯარებმა და მილიციამ შეძლეს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორიების მესამედზე მეტის ხელახლა აღება.
ბრძოლების შედეგად ათიათასობით სამოქალაქო პირი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ. გაერო უკიდურესად შეშფოთებულია მათი ბედით, ვინც ჯერ კიდევ ალყაშემორტყმულ ადგილებში იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.