ნუგზარ წიკლაური: "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გარეშე - ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი
30-11-2016, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა სამ საათზე მეტია მიმდინარეობს.

 

 

როგორც ცნობილია, პარტიის წევრთა ნაწილი მხარს უჭერს ფართომასშტაბიან ყრილობას და აცხადებს, რომ პარტიამ არ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, ვინაიდან, პოსტი მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის პარტიისგან დისტანცირება, პარტიას კარგს არაფერს მოუტანს.

 

 

მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყრილობა არ უნდა იყოს ფართომასშტაბიანი და გარდა ამისა, მათი აზრით, პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.

 

 

„ჩვენ გვაქვს სურათი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" 80%-ზე მეტი უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ დარჩენას, მაგრამ პოლიტსაბჭოში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ საპირისპირო პოზიცია. მიხელ სააკაშვილის გარეშე, ჩემი აზრით, ამ პარტიას აქვს ძალიან მცირე ელექტორალური შანსები და ამიტომ, ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი, თუ ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რასაც აქამდე ესწრაფვოდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი