"ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტიკური საბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სხდომაში მონაწილე 50 წევრიდან 25-მა მხარი 7-ათასიანი ყრილობის ჩატარებას და ახალი თავმჯდომარის აურჩევლობას დაუჭირა. 24-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. ერთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
„მიშას გუნდმა გაიმარჯვა“, - წერს თაქთაქიშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობის ჩატარებასთან და პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშრებით აზრი ორად არის გაყოფილი.
პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყრილობა უნდა ჩატარდეს, დაახლოებით, 7 ათასი მონაწილით, მაგრამ არ უნდა იყოს არჩეული პარტიის თავმჯდომარე.
მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყრილობას უნდა ესწრებოდეს მაქსიმუმ 2200 დელეგატი და მიხეილ სააკაშვილის შემცვლელის არჩევა უნდა მოხდეს.
აღნიშნულ საკითხებზე პოლიტიკოსები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.