ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს
30-11-2016, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 


ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობის მეთაურს დასახული მიზნების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, მომავალშიც ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.

 


„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ მინისტრო, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი ხელახალი არჩევა. მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი და შვაბი ემიგრანტების საქართველოში დასახლების 200 წლისთავი აღინიშნება. ორივე იუბილე გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ტრადიციული მჭიდრო კავშირის დასტურია. დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის შემდგომ განმტკიცებაში საქართველოს მომავალშიც შეუძლია, ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.

 


მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვაგრძელებ მჭიდრო გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. თქვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულებაში გისურვებთ დიდ წარმატებებს!”, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის მილოცვაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი