გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს შეხვდა
30-11-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს შეხვდა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

 

 

"საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების გზებს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპარლამენტთან უფრო ინტენსიური დიალოგისა და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიური წვლილის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის.

 


მანფრედ ვებერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება.

 


გიორგი კვირიკაშვილმა მანფრედ ვებერს საქართველოს სწრაფი განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რაც ითვალისწინებს ეკონომიკურ რეფორმას, პროფესიული განათლების სისტემის შექმნას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას.

 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე", - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი