საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ 13 მარტისთვის დანიშნული რიგგარეშე სხდომის გამართვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ სრულიად ბუნდოვანია რა რეჟიმში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის თაობაზე გამოცემულ გაკარგულებაში ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.
"უმცირესობას 16-21 თებერვლის პლენარული, ანუ მორიგი სხდომების კვირაში არ მოუთხოვია აღნიშნული საკითხის პარლამენტის დღის წესრიგში შეტანა. დასრულდა თუ არა სხდომების კვირა, მათ პრეზიდენტს მიმართეს რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად; მას შემდეგ, რაც ვერ შედგა 28 თებერვლისთვის დანიშნული რიგგარეშე სხდომა, უმცირესობას არ მოუთხოვია აღნიშნული საკითხის შეტანა პარლამენტის 2-7 მარტის მორიგი პლენარული სხდომების დღის წესრიგში. დასრულდა თუ არა მორიგი სხდომების კვირა, უმცირესობამ კვლავ მიმართა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მაინცდამაინც არასასესიო კვირის განმავლობაში. ეს მაშინ, როდესაც ცნობილი იყო პარლამენტში დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის რეჟიმში იმავე საკითხის განხილვა. პარლამენტის 42 წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან პრეზიდენტს მიმართა მოეწვია რიგგარეშე სხდომა, რომელზეც „განხილული იქნება საკითხი, რომელიც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებსა და საშუალებებს, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი გზების მოძიებას და ქვეყნის ეროვნული ვალუტის ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმარტულ ღონისძიებებს“. როგორც ხედავთ, მოთხოვნილია თავად „საკითხის“ და არა დღის წესრიგის საკითხად შეტანილი რაიმე დოკუმენტის პროექტის განხილვა," თქვა უსუფაშვილმა.
„საქართველოს პრეზიდენტი შეეცადა გაეკეთილშობილებინა „ნაც. მორაობის“ მიერ ინიცირებული აღნიშნული საკითხი და თავის განკარგულებაში განსახილველ საკითხად შემოგვთავაზა მხოლოდ ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები. თავისთავად, ეს საკითხი, აქვს თუ არა პრეზიდენტს ეს უფლება, შეუძლია თუ არა შეიტანოს ცვლილება მოცემულ დღის წესრიგში, ეს ცალკე სამსჯელო თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ყველა ის პრობლემა რაც მოგახსენეთ, რჩება უცვლელი. ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები, რა რეჟიმში განვიხილოთ, რა განვილიხოთ, როგორ განვიხილოთ, ეს არის სრულიად უცნობი. რასთან გვაქვს საქმე? ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობასთან? რა თქმა უნდა არა. „ნაც. მოძრაობას“ შეიძლება ბევრი რამ დაწამოთ, მაგრამ ის, რომ საპარლამენტო მუშაობის წესები და პრაქტიკა არ იციან, არა. ე.ი. ერთადერთი ახსნა, ამოცანაა მხოლოდ ხმაური, მხოლოდ საგანგებოობის, საგანგაშოობის რეჟიმის შექმნა და მეტი არაფერი. სხვა შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად იციან როგორ ხდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ეს იცის პრეზიდენტმაც. მე არაერთხელ მიმიმართავს მისთვის. როდესაც რიგგარეშე სხდომის მოწვევევის მოთხოვნაა, მითითებულია კონკრეტული კანონპროექტები, კონკრეტული ნომრების მიხედვით, რომელი მოსმენით განიხილება, ვინაა მომხსენებელი და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ პარლამენტმა უნდა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, არც უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ¼-ს, არც მთავრობას მომავალში, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, და ამ სუბიექტს აქვს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირება, რომ კონსტიტუციური მექანიზმები ისე იქნეს აღქმული და გამოყენებული, რომ, მაგალითად მთავრობამ ხვალ გადაწყვიტა, რომ 5 საკითხის განხილვა მიაჩნია მას საჭიროდ რიგგარეშე სხდომის რეჟიმში, მიმართავს პრეზიდენტს, პრეზიდენტი დააკმაყოფილებს თუ არ დააკმაყოფილებს, მაშინ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი და იმ სამ საკითხზე ან შეიძლება 37 საკითხზე იმსჯელოს. მერე პარლამენტის თავმჯდომარე გადაწყვეტს, რომ მოდი, მე ვთვლი რომ 30 სხვა საკითხია განსახილველი, და ე.ი. რა გამოდის? პარლამენტი ან მისი ¼-ის, ან პარლამენტის თავმჯდომარის, ან მთავრობის მიერ იმართებოდეს და მან განსაზღვროს რაზე იმუშაოს პარლამენტმა, რა თემები გადადოს უკან და რა თემები განიხილოს პირველ რიგში, რა თქმა უნდა არა, ეს ასე არ გამოვა,“ დასძინა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.