გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა
30-11-2016, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გატარებული რეფორმები და საქართველოს მხრიდან მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრის მთავარი თემები. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 


ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწეული სამუშაო, რაც მისი თქმით, კომისიამ საბოლოო დასკვნაშიც ასახა. დიმიტრის ავრამოპულოსმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიგრაციის საკითხებს და აღინიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოში გატარდა რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის კონტროლის მიმართულებით; მიღებულია კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ," მიგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

 


მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელობაზე, ევროკავშირისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებზე და მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი