სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ქალაქ ახალციხის მერს, საკრებულოების თავმჯდომარეებს და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ 2016 წელს რეგიონის მასშტაბით 46 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 755 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა ან დასრულების პროცესშია.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ იმსჯელეს.

მათივე ცნობით, მხარის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მან გამგებლებს და ქალაქის მერს პროექტების მიმდინარეობისა და ჩაბარების დროს მაქსიმალური კონტროლის და ზედამხედველობის, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კი მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. აღინიშნა, რომ პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება, მათი უმეტესობა ამ დროისთვის უკვე დასრულებული ან დასრულების პროცესშია, თუმცა იქნება რამდენიმე გარდამავალი პროექტიც.

მიმდინარე წელს მხარის მასშტაბით რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 46 372 770 ლარის ღირებულების 755 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
დღევანდელ შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2017 წელს დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს. მათ მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები. სამოქმედო გეგმაში შესატან პროექტებს განიხილავენ საკრებულოები, რის შემდეგაც საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მოხდება გეგმის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.