საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალათასიანი ყრილობის ჩატარების შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "სწორ არჩევანს" უწოდებს.
სააკაშვილი "მისი პარტიიდან დისტანცირების გეგმასაც" ეხმაურება და იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნული გეგმის განხორციელების წინააღმდეგ წავიდა, მადლობას უხდის.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი - მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ.
ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას.
ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატრალნტიკური კურსის დასაცავად.
ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.
ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.
დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის.
ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება. ერთად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია!", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობის ჩატარებასთან და პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, აზრი ორად იყო გაყოფილი.
პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, დაახლოებით, 7 ათასი მონაწილით, მაგრამ არ უნდა აერჩიათ პარტიის თავმჯდომარე.
მეორე ნაწილის აზრით, კი ყრილობისთვის საჭირო იყო მაქსიმუმ 2200 დელეგატი და მიხეილ სააკაშვილის შემცვლელის არჩევა უნდა მომხდარიყო.
აღნიშნულ საკითხებზე, პოლიტიკოსები დღეს, დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სხდომაში მონაწილე 50 წევრიდან უმრავლესობამ მხარი 7-ათასიანი ყრილობის ჩატარებას და ახალი თავმჯდომარის აურჩევლობას დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.