ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 1 700 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქის სასარგებლოდ, მის დაქვემდებარებაში არსებულ სატყეო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის უკანონოდ მოპოვება და მოჭრილი ხის მასალის ტრანსპორტირება, ისე რომ არ განუხორციელებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი პროცედურა.
საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელის მიერ ქრთამის სახით აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.