გიორგი მარგველაშვილი: საქართველო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას მოელის, რომ ამერიკასთან კავშირები ძლიერი დარჩება, ტრამპის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების განცხადებების მიუხედავად
01-12-2016, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოელის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ძლიერი დარჩება, ტრამპის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად და თბილისი შეინარჩუნებს ნატო-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ზეწოლის განხორციელებას.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
 

 

"ჩვენი ურთიერთობები და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან კონგრესში ორივე - რესპუბლიკური და დემოკრატიული მხრიდან, შენარჩუნდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებზე .... და მიზნებზე, რომელიც არის და იყო გაზიარებული ბოლო 25 წლის განმავლობაში... ჩვენ არასდროს გვქონია წუხილი ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით, ჩვენ ნამდვილად დაინტერესებული ვართ დღის წესრიგის გააქტიურებით და არ ვფიქრობთ, რომ ამ დღის წესრიგს ძირი გამოეთხრება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ინგლისურ ენაზე საუბრობდა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა „როიტერსთან“ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ იგი იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტა ბრიუსელში ჭიანურდება იმის მიუხედავად, რომ თბილისმა ყველა საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

 

„ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო გამოწვევების ხელახალი შეფასებების კონსერვატიულ ფაზას გადიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კონსერვატიული ფაზა რაღაც დონეზე უნდა დასრულდეს უფრო აქტიური და უფრო ჩართულობის დღის წესრიგით“, - თქვა მან.

 

 

მარგველაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი, საქართველოს საბჭოთა ეპოქის დიდი ფეოდალი, სერიოზულ საერთაშორისო მოთამაშედ რჩება და დაძაბულობის მიუხედავად, თბილისმა უნდა მისდიოს კონსტრუქციულ დიალოგს მოსკოვთან.

 

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთი ფაქტორი იქნება, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მეზობლების, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო მოთამაშეების მიერ“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც როგორც პრეზიდენტს, ფართოდ ცერემონიული როლი გააჩნია. 

 

 

„ჩვენი რუსეთთან ურთიერთობები ორიენტირებულია დიალოგისა და რაციონალური განხილვების მომტან პოლიტიკაზე, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკაზე და იმაზე, რომ ომის არც ერთ მხარეს დაერთოს ნება ჩართოს ქართული მხარე რაიმე სახის პროვოკაციაში“. 

 

 

მაგრამ მან თქვა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას სცემდა პატივს. 

 

 

„რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. ამას არასოდეს მიიღებს ჩვენი საზოგადოება და ეს არასოდეს იქნება მიღებული საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი