კრიზისების მართვის საბჭო: საქართველოს ენერგეტიკული და გაზმომარაგების სისტემები მომზადებულია ზამთრის პერიოდში მომხმარებლების ელ-ენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის
01-12-2016, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და სისტემები, ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, მომზადებულია ზამთრის პერიოდში, მომხმარებლების ელ-ენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს.

 

 

საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა, სირთულეების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა, ადამიანური რესურსი და ა.შ.

 


"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით 2014 წლიდან, ყოველწლიურად, მზადდება საქართველოს ენერგო მომარაგების ობიექტების ზამთრის პერიოდისათვის მზაობის ანგარიში.

 


ენერგო ობიექტების 2016-2017 წლების ზამთრის პერიოდისთვის მზაობის ანგარიშის შემუშავებისთვის საბჭოს აპარატში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ენერგეტიკის სამინისტროს, ელ-ენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორების სტრუქტურული ერთეულების და მსხვილი ენერგო ოპერატორების წარმომადგენლებთან.

 


შეხვედრებზე განხილულ იქნა ქვეყნის მასშტაბით ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები, განვლილი წლის განმავლობაში მომხდარი ავარიების ლიკვიდაციისა და გამოვლენილ მოწყვლად უბნებზე მოსალოდნელი შემთხვევების პრევენციის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

 


წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვით და ენერგო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით დადგინდა, რომ საქართველოს ელექტრო ენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და სისტემები, ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, მომზადებულია ზამთრის პერიოდში, მომხმარებლების ელ-ენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის.

 


ამასთანვე, კომპანიებს აქვთ მობილიზებული საჭირო ტექნიკა, სათადარიგო მარაგ-ნაწილები და ადამიანური რესურსები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის შესაძლო გართულება რაც ზამთრის პერიოდს ახლავს თან", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი