გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია, ამას არასოდეს მიიღებს ჩვენი საზოგადოება
01-12-2016, 02:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას "ისტორიულად უსამართლო ნაბიჯს" უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას არასდროს მიიღებს.

 

 

პრეზიდენტმა ახალი ამბების სააგენტო "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას სცემდა პატივს.

 

 

„რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. ამას არასოდეს მიიღებს ჩვენი საზოგადოება და ეს არასოდეს იქნება მიღებული საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ....

 

 

ჩვენი რუსეთთან ურთიერთობები ორიენტირებულია დიალოგისა და რაციონალური განხილვების მომტან პოლიტიკაზე, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკაზე და იმაზე, რომ ომის არც ერთ მხარეს დაერთოს ნება ჩართოს ქართული მხარე რაიმე სახის პროვოკაციაში“.

 

 

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი, საქართველოს საბჭოთა ეპოქის დიდი ფეოდალი, სერიოზულ საერთაშორისო მოთამაშედ რჩება და დაძაბულობის მიუხედავად, თბილისმა უნდა მისდიოს კონსტრუქციულ დიალოგს მოსკოვთან.

 

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთი ფაქტორი იქნება, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მეზობლების, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო მოთამაშეების მიერ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი