რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ
01-12-2016, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ახალი მოადგილეები დაინიშნენ.



პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა - სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და „ტონი ბლეარ ესოშიეითს“ უფროსი მრჩეველი, პროექტის ლიდერი.

 


მოადგილე - კახაბერ გულედანი - სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს ეროვნული ბანკში, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მრჩევლის თანამდებობაზე, „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის მენეჯერად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

 


მოადგილე - გალაკტიონ ბუაძე - სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ჯგუფში, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი