ეროვნული ბანკი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების ლარში გადატანის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
01-12-2016, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების გალარების პროგრამის შესახებ ხშირად დასმული კითხვების საპასუხოდ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელსაც თემის აქტუალობიდან გამომდინარე Guardian.ge სრულად გთავაზობთ.

 

 

რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

 


პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;

 

 

პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

 


მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.

 


ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.

 


პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას.

 


სესხების გალარება ნებაყოფლობითია.

 


ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები.

 


მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

 


რა ტიპის სესხებს მოიცავს გალარების პროგრამა?

 


სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არა უმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.
მაგალითად,

 


1. თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 150 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 120 ათას ლარს და სრულად არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის სესხზე.

 


2. თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 80 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 70 ათას ლარს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია მხოლოდ 60 ათასი ლარი, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 60 ათას ლარზე.

 

 

როდის იქნება შესაძლებელი სესხების გალარება?

 


სესხების გალარების პროგრამა დაიწყება 2017 წლის 1 იანვრიდან და გაგრძელდება 2 თვე.

 

 

რატომ შეირჩა 2015 წლის 1 იანვარი?

 


აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები.

 

 

რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი გალარებულ სესხს?

 


კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

 


რა კურსით მოხდება სესხის გალარება?

 


სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.3 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 


როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთა მოცულობა 100 ათას ლარზე მეტია?

 


ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 100 ათასის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ვადიანობა არის 150 ათასი, მოხდება 100 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 50 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.

 


როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთაც განიცადეს რესტრუქტურიზაცია (მაგ თანხის დამატება, ან ვადის გაგრძელება)?

 


ასეთი სესხი ასევე მიიღებს მონაწილებას, თუმცა მხოლოდ ის თანხა რომელიც 2015 წლის 1 იანვრისათვის არსებულ დავალიანების 90%-ია, მაგრამ არაუმეტეს 100 ათასისა.

 


შესაძლებელია თუ არა სესხის სხვა ბანკში გალარება?

 


მსესხებელს ექნება შესაძლებლობა სესხი გაალაროს იმ ბანკში რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინმსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება.

 


ეხება თუ არა სუბსიდია იმ სესხებს, რომელიც ლარით, ევროთი ან სხვა ვალუტით იყო გაცემული 2015 წლის 1 იანვრისთვის და მერე მოხდა მისი გადოლარება?

 


2015 წლის 1 იანვრისთვის სესხი უნდა იყოს მხოლოდ აშშ დოლარით გაცემული. სხვა შემთხვევას სუბსიდია არ ეხება.

 


შესაძლოა კომერციულმა ბანკებმა გალარებულ სესხზე შესთავაზონ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის მიერ 20 თეთრის სუბსიდირება არ იყოს საკმარისი ყოველთვიური გადახდების შესამცირებლად?

 


ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ლარის და აშშ დოლარი სესხების პროცენტებს შორის სხვაობა არის ის ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი იხდის სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. ისევე როგორც მაგ. ჯამრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მზად ვართ ნორმალურ პირობებში გავწიოთ ხარჯი, რათა მოულოდნელად, თუნდაც დროებითი ფაქტორის გამო, არ აღმოვჩნდეთ მაღალი გადასახდელების პირობებში. სავალუტო რისკისგან თავს იმიტომ არ ვიზღვევთ, რომ გაუფასურებას ან გამყარებას ველოდებით. შესაბამისად, დაზღვევა უზრუნველყოფს ჩვენ მიერ გაწეული დანახარჯების სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის საშუალებას.

 


მოახდენს თუ არა გავლენას გალარების პროგრამა გაცვლით კურსზე და ბანკების სავალუტო პოზიციაზე?

 


სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე.

 

 

გალარების პროგრამა გაზრდის თუ არა ფულის მასას?

 


ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება.

 

 

კომენტარები: 7
#7   jubrin023
      
Do you need a quick long or short term Loan with a relatively low interest rate as low as 3%? We offer business Loan, personal Loan, home Loan, auto Loan,student Loan, debt consolidation Loan e.t.c. no matter your credit score.

Personal Loans (Secure and Unsecured)
Business Loans (Secure and Unsecured)
Consolidation Loan and many more.

Contact US for more information about Loan offer and we will solve your financial problem. contact us via email

Email 1: indiabullsfinance366@gmail.com
Whats-App on +91-9599047193
Dr. Abubakar Abdallah

Do you need a quick long or short term Loan with a relatively low interest rate as low as 3%? We offer business Loan, personal Loan, home Loan, auto Loan,student Loan, debt consolidation Loan e.t.c. no matter your credit score.

Personal Loans (Secure and Unsecured)
Business Loans (Secure and Unsecured)
Consolidation Loan and many more.

Contact US for more information about Loan offer and we will solve your financial problem. contact us via email

Email 1: indiabullsfinance366@gmail.com
Whats-App on +91-9599047193
Dr. Abubakar Abdallah
19 მაი 2022 00:51
#6   Adriano
      
ადრიანო ლოპესი არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო პერსონალურ ფინანსებში. ონლაინ, გამსესხებელი ადრიანო ლოპესი არის ერთადერთი სპეციალისტი კერძო კრედიტორი, დამოუკიდებელი, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ უპასუხებს ფიზიკური პირების დაფინანსების ყველა საჭიროებას: იპოთეკა, მანქანის სესხი, სამომხმარებლო კრედიტი, სესხის დაბრუნება, სამუშაო სესხი, ინვესტიცია. კრედიტორი ადრიანო ლოპესი 2001 წლიდან ერთგულია პასუხისმგებელი კრედიტორის მიდგომისკენ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სესხების ფინანსური პირობები ნათელი და გამჭვირვალეა, რათა დაგეხმაროთ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.

adrianolopez1968@gmail.com
16 მარტი 2022 10:52
#5   Adriano
      
ეძებთ სესხს თქვენი პროექტების საბოლოოდ განსახორციელებლად? ჩვენ გთავაზობთ სესხებს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით 3%. ჩვენ ვაძლევთ სესხებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ქვემოთ მოცემულია ჩვენ მიერ შემოთავაზებული სესხების ტიპები.*პერსონალური სესხი
*ბიზნეს სესხი
*სესხის გარანტია
*უზრუნველყოფილი სესხები
*ბიზნეს სესხი
*Სტუდენტური სესხი
*იპოთეკა
*საკონსოლიდაციო სესხი
*სამუშაო სესხი
*სესხის დავალიანების გადახდა
*საინვესტიციო სესხი თუ ძალიან დაინტერესებული ხართ ჩვენი მომსახურებით და გვთხოვთ სესხს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
adrianolopez1968@gmail.com
bestfinanciacion@gmail.com
WhatsApp: +33755702131
21 იანვარი 2022 23:39
#4   Adriano
      
გამარჯობა, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი ყველა ინვესტიციის, სესხის, ბიზნესის შექმნისა და ფართომასშტაბიანი კორპორატიული ხელშეწყობის საჭიროებისთვის, BEST FINANCIAL თქვენს ხელთაა. სესხი გაიცემა 2,000 ევროდან 5,000,000 ევრომდე საპროცენტო განაკვეთით 3% წელიწადში. »დაფარვის ვადა მერყეობს 1 -დან 35 წლამდე.

Adrianolopez1968@gmail.com

Whatsapp: +33751964737
3 აგვისტო 2021 15:15
#3   Adriano
      
მე ვარ ბატონი ადრიანო ლოპესი, აქციონერი და ფინანსური ოპერატორი.
ჩემი სესხის მინიჭების შესაძლებლობაა 5000 ევროდან 5 000 000 ევრომდე გონივრული განაკვეთი 3%, ძალიან მარტივი პირობები და პრობლემა არ არის.
მე ასევე ვაწარმოებ ინვესტიციებს ყველანაირი ინდივიდების შორის.
მთელი ევროკავშირის საბანკო პარტნიორებთან პარტნიორობით, ჩვენი საკრედიტო შეთავაზებები ბანკის მიერ მოწოდებულია გარიგების უსაფრთხოებისთვის, ყველასთვის.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ჩემი პირადი მისამართის საშუალებით.
adrianolopez1968@gmail.com
14 ივნისი 2021 14:48
#2   Adriano
      
თქვენ გჭირდებათ დაფინანსება თქვენი სახლისთვის, თქვენი ბიზნესისთვის, მანქანების შესაძენად, მოტოციკლების შეძენისთვის, საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად, თქვენი პირადი საჭიროებებისათვის, მეტი ეჭვი. მე ვაძლევ პირად სესხებს 5,000 ევროდან 50 000 000 ევრომდე, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 3%, თანხის მიუხედავად. თქვენს საკრედიტო განაცხადებში მიუთითეთ სასურველი თანხა და დაფარვის ვადა. adrianolopez1968@gmail.com
5 ივნისი 2021 15:54
#1   Adriano
      
მარტივი და სწრაფი ფულის სესხი მოქნილი პირობებით. მინიმალური სესხი 10,000 ევროდან 12 000 000 ევრომდე პროცენტით დაბალი პროცენტით იმ პირობებით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ისინი დაგეხმარებათ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის: * ფინანსური სესხი * საცხოვრებელი სესხი * ინვესტიციური სესხი * მანქანის სესხი * სესხის კონსოლიდაცია * საკრედიტო ხაზი * მეორე იპოთეკური სესხი ბანკები ან კიდევ უკეთესი, თქვენ გაქვთ პროექტი და გჭირდებათ დაფინანსება. adrianolopez1968@gmail.com
1 ივნისი 2021 22:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი