გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა
01-12-2016, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

 


"ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესზე და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.

 


გიორგი კვირიკაშვილმა სესილია მალმსტრომს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

 


პრემიერის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენება.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის გარემოს გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების პროცესში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესასრულებლად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი