„ბლუმბერგის“ სავაჭრო ტაბლოზე 1 ლარის ღირებულება დღეს ერთხანს, თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე, 2.67 აშშ დოლარამდე იყო ასული, მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.5450-ით გაიხსნა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ სწრაფად დაიწყო კლება და ამ დროისთვის, (16:20 საათი) 1 ლარის ფასი 2.56.38 აშშ დოლარს შეადგენს.
„საქართველოს ბანკში“ ლარის ოფიციალური ფასი დღეს შუადღისას (12:45 საათი) 2.655 ამერიკულ დოლარს შეადგენდა, ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.575 დოლარი იყო. ამის შესახებ Guardian.ge-ს „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს.
თითქმის ანალოგიური კურსით იყიდებოდა ლარი საქართველოს სხვა კომერციულ ბანკებშიც.
რამდენიმე წუთში კი საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლის კურსს გამოაცხადებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ, 30 ნოემბერს, გამოცხადებული ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.5352 ლარია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. ეროვნული ბანკი გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას მოელის.
"დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ - დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.
ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.
ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.