„ლარის გაუფასურებაში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე“ - ოქრიაშვილი ხელისუფლებას მყისიერი რეაქციისაკენ მოუწოდებს
01-12-2016, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დმანისისა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემაზე საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაში არის ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში და მთავრობას მან ამის საწინაღმდეგო ზომების სასწრაფო გატარება მოსთხოვა.

 

 

მისი განცხადებით, როდესაც ბანკები აფუძნებენ კერძო კომპანიებს, ან არიან ფაქტობრივი მფლობელები სხვადასხვა კომპანიების, ეს იწვევს კონკურნეციის დახშობას დარგში, ბიზნესის უნდობლობას საბანკო სფეროსა და მთავრობის მიმართ. 

 

 

„რატომ მთავრობის მიმართ? იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩნია კანონი, რომელიც კრძალავს ბანკების არაპროფილურ საქმიანობას და ამისდა მიუხედავად, ბანკები სხვადასხვა სქემებით ფლობენ და მართავენ არაპროფილურ ბინზესებს და კლავენ ამით კონკურენციას. კონკურენციის გარეშე ეკონომიკა ვერ გაიზრდება და მთავრობა კარგავს ბიზნესის ნდობას, რადგან არსებობს კანონი და ის არ სრულდება. დღეს ლარის კურსმა მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. მე როგორც დეპუტატს მიმაჩნია, რომ ამაში ნეგატიური ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე და ხელისუფლებამ მყისიერი რეაქცია უნდა გააკეთოს, რომ მოაგვაროს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები“,- აღნიშნა კახაბერ ოქრიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   boikaaa
      
aucileblat unda gauqmdes onlain sesxebi zan did uflebebs anicheben tavs da amwareben xalxs
4 დეკემბერი 2016 22:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი