საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ევროპული საბჭოს სათაო ოფისში გაიმართა, რომელსაც კვირიკაშვილი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.
"დონალდ ტუსკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, რაც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც, მხარეთა შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში, მათ შორის: დემოკრატიის კონსოლიდაციისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ახლო მომავალში ამოქმედდება.
გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა ისაუბრეს ვროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესახებ და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტზე, რომელიც 2017 წელს გაიმართება.
კვირიკაშვილმა და ტუსკმა რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. დონალდ ტუსკმა გამოხატა შეშფოთება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ე.წ. შეთანხმების გამო.
შეხვედრის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის", - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.