ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯანი პიტელას შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე, საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული, პარტნიორი ქვეყნის, დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და იმ მასტაბილურებელ როლს, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს.
მხარეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ყველა ვალდებულებები.
საუბარი შეეხო ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის ჩატარებისა და 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიღების მნიშვნელობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი რეფორმები საქართველოში.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჯანი პიტელამ რეგიონული უსაფრთხოების თემები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ქართული მხარის განმარტებით, საქართველო აფასებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზი გაესვა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ევროკავშირის ჩართულობის როლს სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.