ხობი ფოთს უახლოესი გზით დაუკავშირდება - ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი 10,5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც Guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ განუცხადა, პროექტი გარდამავალია და დაახლოებით, 8 თვეში, 2017 წელს დასრულდება.
"ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი მთლიანად მხარისთვის. პროექტი გარდამავალია და სავარაუდოდ, 8 თვეში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე გეტყვით, რომ ისეთ კარგ ტემპში ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, რომ გეგმით გათვალისწინებულ დროსაც კი უსწრებენ", - განაცხადა ქოჩა ქაჯაიამ.
ხობის გამგებელთან ერთად, სამუშოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაეცნო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, ეს არის უახლოესი გზა, რომელიც ხობს ფოთთან აკავშირებს. ახალი გზა ქალაქ ხობში მდინარე ხობის ხიდთან იწყება, გაივლის სოფელ მეორე გურიფულს, გაღმა პირველ ხორგას, ახალსოფელს და რკინიგზის სადგურთან მთავრდება. ახალი გზა თეკლათი-ჭალადიდი-ფოთის ავტომაგისტრალს უკავშირდება“ - განაცხადა ლევან შონიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ახალი გზის მშენებლობისთვის 6 მილიონამდე ლარი იხარჯება. გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის გარდა ეწყობა ხიდები, ტროტუარები, ეზოებში შესავლელები, სანიაღვრეები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.
პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.