ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებს და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდა
11-03-2015, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდებს.

 


"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები," განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მერებსა, გამგებლებთან და გუბერნატორებთან, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე.

 

 

ღარიბაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს მისი მათდამი კრიტიკა განუმარტა და დაუკონკრეტა თუ რაში უნდა მოხდეს ხარჯების შემცირება. "პროექტებზე წელს გამოყოფილი თანხების ათვისება ჯერ არ განხორციელებულა და ეს იყო ჩემი კრიტიკის საგანი. მინდა თქვენგან მოვისმინო მთავარი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ის დაგვიანებები, თუ ჩავარდნები. ასევე მინდა თქვენთან ვისაუბრო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების საკითხზე – ეკონომია უნდა გავაკეთოთ ადმინისტრაციულ შესყიდვებზე. უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პირადი კომფორტი, ოფისების რემონტი, ახალი ავეჯი და ყველაფერი გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა. წარმომადგენლობის ხარჯებზე სავარაუდოდ 20%, საწვავზე კი 30%-ით იქნება ხარჯი დაზოგილი. მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ძვირადღირებული მანქანების შეძენისგან, სამაგიეროდ უნდა გავააქტიუროთ სოციალური პროექტები, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების და სოციალური შემწეობების მიმართულებით. ასევე მინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის რეგიონებში არსებულ გამოწვევებს. მოგიწოდებთ სამინისტროებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მეტი კომუნიკაციისკენ პროექტების განხორციელების პროცესში," განუცხადა პრემიერ-მინისტრმა გამგებლებსა და გუბერნატორებს. 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიზანი ადამიანზე ზრუნვაა.

 

 

"ჩვენ უკვე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ რეგიონებში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ადამიანია. ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. მინდა რომ ეს იყოს მთავარი გზავნილი დღევანდელი შეხვედრის," აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი