ჩვენ ამოვწურეთ მოთმინება და ენერგია, რომ ევროპას ვდიოთ, - აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
"თურქეთი ევროპაში სტუმარი კი არა, მასპინძელია", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ თურქეთი მზად არის, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, თუ ბრიუსელი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე უარს იტყვის.
“ჩვენ ვეუბნებით ევროპას - თქვენ მიიღებთ იმდენს, რამდენსაც გასცემთ. ჩვენ ამოვწურეთ მოთმინება და ენერგია, რომ ევროპას ვდიოთ”, - განაცხადა ერდოღანმა.
ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანა. თურქეთის ევროკავშირში შესვლის შესახებ მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.