კობა გვენეტაძე: 14 დეკემბერს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ცნობილი გახდება როგორ ვაფასებთ ინფლაციასთან დაკავშირებულ რისკებს
02-12-2016, 02:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

14 დეკემბერს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ცნობილი გახდება როგორ ვაფასებთ იმ რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისი თქმით, ინფლაციასთან დაკავშირებით ცუდი სიტუაცია არ არის და ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ინფლაცია დარჩეს დაბალი.

 

 

“არის აქციზების მატება, ნავთობთან დაკავშირებით შეინიშნება ფასების მატება, მაგრამ არის აგრეთვე სხვა მოვლენები, მათ შორის ბიუჯეტი 2017 წლის, რომელსაც ჩვენ ახლა ვაანალიზებთ. ძალიან ხშირად ისმის კომენტარები, რომ ყველაფერი გაძვირდა იმისდა მიუხედავად, რა ინდექსიც არსებობს და ეს არის საერთაშორისოდ შემუშავებული. ის ინდექსი, რომელიც ყველა მოთხოვნას პასუხობს, ფასების ზრდა საქართველოში არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, როდესაც ამაზეა საუბარი იქნებ ოფიციალურ სტატისტიკას გადახედოთ.... ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ცუდი სიტუაცია არ გვაქვს, რადგან ეროვნულმა ბანკმა ამაზე იზრუნა, ასევე გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ინფლაცია დარჩეს დაბალი და არ ქონდეს დიდი მერყეობა”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი