დონალდ ტრამპი: „არ არსებობს გლობალური ჰიმნი, გლობალური ვალუტა, ჩვენ ერთი დროშის ერთგულების წინაშე ვდებთ აღთქმას, და ეს დროშა არის ამერიკული დროშა“
02-12-2016, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში მის მხარდამჭერებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაილაშქრა „არაკეთილსინდისიერი მედიის“ წინააღმდეგ და გამოხატა თავისი უკმაყოფილება, რომ არჩევნების დღეს სატელევიზიო არხებმა მისი გამარჯვება პენსილვანიაში, შუაღამემდე არ გამოაცხადეს.

 


როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ტრამპმა სიამაყით ახსენა მისი საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვება, მაგრამ არა პირდაპირი გზით ხმის მიცემა, ე.წ. პოპულარული კენჭისყრა: „ჩვენ გავიმარჯვეთ დიდი უპირატესობით. ჩვენ არ გვყავდა პრესა, პრესა იყო სასტიკი“.

 


ტრამპმა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლა „გლობალიზმზე“ თავდასხმით დაიწყო.

 


„არ არსებობს გლობალური ჰიმნი, გლობალური ვალუტა“, - თქვა მან. „ჩვენ ერთი დროშის ერთგულების წინაშე ვდებთ აღთქმას, და ეს დროშა არის ამერიკული დროშა“. ტრამპმა დაამატა: „მსოფლიო დიდებულია, მაგრამ ახლა ჩვენ გვინდა ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენ ეროვნულ საზოგადოებაზე“.

 


არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე ტეორისტული თავდასხმების განხორციელების მიზეზად შეერთებულ შტატებში ლტოლვილების მიღება დაასახელა. „ეს არის საფრთხეები, რომელიც სულელურად შეიქმნა ჩვენი სულელი პოლიტიკოსების ლტოლვილთა პროგრამებით“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი