გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
02-12-2016, 03:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 


გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტი - „ევროკავშირის წყლის ინიციატივა - პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის" განიხილეს, რომლის მიზანია წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო მდინარეებთან მიმართებაში. ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის თანხვედრის მიღწევა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვასთან და მრავალმხრივ გარემოსდაცვით ხელშეკრულებებთან.

 


სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად: WFD, IWRM, MEA, ასევე მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.

 


შეხვედრას წყლის რესურსების მართვის სამსახურის, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი