სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის შეფასება მიმდინარეობს
02-12-2016, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის შეფასება მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების პროცესზე დაკვირვების ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივი ექსპერტები დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის მულტიდისციპლინური გუნდების წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც იმპლემენტაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ.

 

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, შეხვედრები უკვე გაიმართა N11 და N17 დაწესებულებებში, ამჟამად, ექსპეტები N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ, პროგრამის მიმდინარეობის შეფასება დაგეგმილია სხვა დაწესებულებებშიც.

 


ევროსაბჭოს ადგილობრივი ექსპერტები მულტიდისციპლინური გუნდების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ანგარიშს მოამზადებენ. პროგრამის მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვის მიზნით, რეკომენდაციებიც შემუშავდება.

 


„მიმდინარე შეხვედრები სუიციდის პრევენციის პროგრამის შეფასებას ისახავს მიზნად. ვსტუმრობთ დაწესებულებებს იმისთვის, რომ ვნახოთ რა გამოწვევები და მიღწევებია, რა გააუმჯობესა ამ პროგრამამ და როგორ მუშაობენ მულტიდისციპლინური ჯგუფები, როგორია დინამიკა და პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე ზრუნვა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, შევიმუშავებთ რეკომენდაციებს დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის მუშაობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ევროსაბჭოს ადგილობრივმა ექსპერტმა, მაია ცირამუამ.

 


N8 დაწესებულების მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრის, სოციალური მუშაკის ვლადიმერ მარჯანიძის განცხადებით, სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა. სამუშაო ფორმატში ამჟამად მიმდინარე შეხვედრების შედეგად კი, პროგრამის მიმდინარეობა შეფასდება და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გეგმები დაისახება.

 

 

უწყების განმარტებით, სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში საპილოტე რეჟიმში 2013 წლის დეკემბრიდან წარმატებით მოქმედებდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით მიმდინარე წლის თებერვალში დამტკიცდა. პროგრამის მიზანი სუიციდისკენ მიდრეკილი პირების გამოვლენა, მათთვის დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროფესიის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და განხორციელებაა. ბრალდებულების/მსჯავრდებულების სუიციდის რისკების მიხედვით იდენტიფიცირებას მულტიდისციპლინური ჯგუფი ახორციელებს, რომელშიც სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, ფსიქოლოგები, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები, ასევე, სოციალური მუშაკები შედიან. აღნიშნული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას ევროპის საბჭო 2013 წლიდან უჭერს მხარს. პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. უკვე გადამზადდა პენიტენციური დაწესებულებების 900-მდე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი. პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მასში ჩართულ თანამშრომელთა შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში გრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი