"ეს ფაქტი სამწუხაროა არამარტო ებრაელებისთვის, არამედ ქართელებისთვისაც, - ასე გამოეხმაურა გორში სინაგოგის გაქურდვის ფაქტს, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური.
ელჩი გორში რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად ჩავიდა.
"მე საქართველოში დავიბადე, ვიცნობ ძალიან კარგად ქართველებს, ჩემს ძმებს, დებს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ამას გაარკვევენ სამართალდამცავები და დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მეიერ აღდგენილია 8 სინაგოგა საქართველოში. ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან", - განაცხადა ელჩმა და დასძინა: "მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითიდღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”.
გორში სინაგოგა ორი დღის წინათ გაქურდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.