ნინა ხატისკაცი მისი თანამდებობიდან წასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
11-03-2015, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაკავებული თანანმდებობიდან გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

 

როგორც ხატისკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიაში ხუთი მოადგილის პოზიციაა და მერს მომავალშიც ხუთი მოადგილე ეყოლება, თავად კი თანამდებობაზე რჩება.

 


"ნინა ხატისკაცი მერიაში დარჩება და მერის მოადგილის პოსტზე შემდგომშიც იმუშავებს. საკურაციო სფეროები როგორ გადანაწილდება, ეს სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი და წინასწარ არ ვისაუბრებ," აღნიშნა ხატისკაცმა.

 


დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე ნინა ხატისკაცის ირაკლი ლექვინაძით ჩანაცვლებაზე ინფორმაცია დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

 


აბესაძის შეფასებით, მერიაში “გაუგებარი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი” გრძელდება. “ჩვენი ინფორმაციით, ნინა ხატისკაცის ადგილზე ირაკლი ლექვინაძე დაინიშნება," აღნიშნა აბესაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი