მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელთა მზადების მორიგი ფაზა საველე სწავლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გრძელდებოდა.
"კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს, სწავლების ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ ბრძანებები გაეცათ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართული პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მესამე ასეულისთვის, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების ჯგუფისთვის. ბრძანების თანახმად სწავლებაში ჩართულ ქვედანაყოფებს დასახლებულ პუნქტში არსებულ შენობებში გამაგრებულ პირობით მტერზე უნდა მიეტანათ იერიში და გაენადგურებინათ. ქვედანაყოფებმა ბრძანება წარმატებით შეასრულეს.
ოპერაციის დასრულების შემდეგ, სამხედროების მიერ, ჯავშანმანქანების დახმარებით, დაჭრილების ევაკუაცია მოხდა. მეწინავე ოპერატიულ ბაზა „გაგრაზე“ დაბრუნების შემდეგ კი, საერთო საჯარისო ცენტრისა და კურსის ხელმძღვანელებმა მსმენელებს სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე მიუთითეს. საველე სწავლებისას კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებმა თეორიაში ნასწავლი პრაქტიკულად განახორციელეს. სწავლებას საერთო საჯარისო ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი იროდი ქადაგიშვილი ესწრებოდა", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.