მსოფლიოს ოთხი მსხვილი დედაქალაქის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მომდევნო ათწლეულის შუა პერიოდამდე, 2025 წლისთვის, შეწყვეტენ დიზელზე მომუშავე ყველა ავტომობილის, მათ შორის სატვირთო ავტომანქანების გამოყენებას. ამის შესახებ BBC წერს.
პარიზის, მეხიკოს, მადრიდის და ათენის მერებმა განაცხადეს, რომ ისინი აკრძალვის თაობაზე ამ გეგმის განხორციელებას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აპირებენ.
მათ თქვეს, რომ ისინი წაახალისებენ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას და რეკლამირებას გაუწევენ ფეხითა და ველოსიპედით სიარულს.
გადაწყვეტილების შესახებ მერებმა მეხიკოში ქალაქების ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს.
ბოლო წლებში დიზელის ტრანსპორტის გამოყენება კრიტიკული განხილვის საგანი გახდა, რადგან წუხილი ჰაერის ხარისხზე მისი მავნე ზემოქმედების შესახებ, მზარდი გახდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით სამი მილიონი ადამიანის სიკვდილი დაკავშირებულია სახლგარეთ ჰაერის დაბინძურებასთან.
დიზელის ძრავებს პრობლემის წარმოქმნაში ორი მთავარი გზით შეუძლიათ წვლილის შეტანა - მყარი ნაწილაკებით და ნიტროგენის (აზოტის) ოქსიდებით. ძალიან მცირე ნაწილაკებმა შეიძლება შეაღწიონ ფილტვებში და გამოიწვიოს კარდიოვასკულარული (სუნთქვასთან დაკავშირებული) ავადმყოფობები და სიკვდილი.
აზოტის ოქსიდები შეიძლება წვლილის შემტანნი აღმოჩნდნენ დამაბინძურებელი ნივთიერებების, მიწის ზედაპირის დონეზე ოზონის წარმოშობაში და ამან შესაძლოა გაამწვავოს სუნთქვითი გართულებები, თვით იმ ადამიანებშიც კი, ვისაც რესპირატორული პრობლემების ისტორია არ აქვთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.