საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი „ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად“, ეს არის უვიზო მიმოსვლის დაწესება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა გულთბილი მასპინძლობისთის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ფაქტი, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდა, არის ევროპული მისწრაფებების ნათელი დემონსტრირება.
„საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც მიიღწევა ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით, რომელიც ძალაში შევიდა ამა წლის ივლისში. ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა არის ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის შემდეგ ასეთი მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პირველი ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც ასახულია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან ყოვლისმომცველ დაახლოებას მოაქვს ხელშესახები შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის - ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება და სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გადის ევროკავშირის ბაზარზე, ბიზნესკავშირები ღრმავდება, სულ უფრო მეტი ევროპული კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში, ასევე იზრდება ევროპული განათლების მიღების მსურველ ქართველ სტუდენტთა რიცხვიც და ჩვენი კავშირები ევროკავშირის განათლების სექტორთან დღითიდღე მტკიცდება,” - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გაგრძელდება რეფორმები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რათა შეიქმნას კიდევ უფრო ძლიერი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, მიღწეულ იქნას ეკონომიკური ზრდა და მოდერნიზაცია, ხელი შეეწყოს ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნას და გაფართოვდეს საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი.
„გვქონდა აზრთა ნაყოფიერი გაცვლა უმაღლეს წარმომადგენელთან ასოცირების პროცესის სარგებლის მაქსიმალური გამოყენების გზების შესახებ. ჩვენ წარვადგინეთ ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართული რამდენიმე მოსაზრება და ინიციატივა. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ევროკავშირთან შემდგომ თანამშრომლობას ჩვენი ხედვის კონკრეტულ მოქმედებაში გარდაქმნაზე.
მადლობას მოვახსენებ ევროკავშირს ჩვენი რეფორმატორული საქმიანობის მიმდინარე მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოცირების პროცესში ჩვენი საერთო მიზნების მიღწევის საქმეში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრის თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იყო უსაფრთხოების საკითხები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში აქტიური შუამდგომლობისა და არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სანდო პარტნიორი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.