იენს სტოლტენბერგი: „მინდა მოგილოცოთ პრემიერ მინისტრად ხელმეორედ დანიშვნა, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“
02-12-2016, 10:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც იენს სტოლტენბერგმა კვრიკაშვილს პრემიერ მინისტრად ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობას და ასევე იმას, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

 

 


„მინდა მოგილოცოთ პრემიერ მინისტრად ხელმეორედ დანიშვნა, ასევე არჩევნების ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელმაც მაღალი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ეს გამოხატავს იმ პროგრესს, რომელიც რეფორმების გზაზე თქვენ გაქვთ და ნატო განაგრძობს თქვენ მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებაში. და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გიცხადებთ თქვენს დამოუკიდებლობაში, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში... ჩვენ განვაგრძობთ როგორც პოლიტიკურ, ასევე წვრთნების შევსებისა და ჩატარების გაგრძელებისთვის პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელმაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი