საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს-ს გენერალურ მდივანს მისი მხარდაჭერისათვის საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ნატო-ს ინიციატივებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და „გამოვხატავთ მადლობას NATO-ს ერთსულოვან და მტკიცე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ჩვენი ტერიტორიიდან“.
„განვიხილეთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტები. ჩვენი წინა შეხვედრა სექტემბერში, თბილისში გაიმართა, როდესაც თქვენ და ელჩები სტუმრობდით საქართველოს. ეს ვიზიტი იყო ნატო-ს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განუხრელი მხარდაჭერის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი.
ამდენად, მინდა, პირადად თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩართულობისა და დიდი მხარდაჭერისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში!
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გამართული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება ბრიუსელში, ნატო-სა და ევროკავშირში. ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა, შევხვდე საქართველოს უახლოეს მეგობრებსა და პარტნიორებს ნატო-სა და ევროკავშირში.
მივიღეთ საქართველოს მოქალაქეების მანდატი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები და პოლიტიკური კურსი, რომელსაც წლების მანძილზე განუხრელად მივდევთ. არჩევნების შედეგებმა ასევე გვაჩვენა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩვენი მოქალაქეების ეროვნული არჩევანია. ჩვენი მთავრობა მოწოდებულია, ეს მოლოდინი გაამართლოს.
გენერალურ მდივანთან დღეს გამართული შეხვედრისას დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. ვარშავის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა არაორაზროვნად გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, მოემზადოს გაწევრიანებისათვის. ჩვენ ამ ინსტრუმენტებს მომავალშიც სრულად გამოვიყენებთ, რათა დავუახლოვდეთ გაწევრიანების მიზანს.
რაც შეეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას, ჩვენ არ ვიშურებთ ძალ-ღონეს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ამ კუთხით.
მათი ჩართულობის შედეგად, გვაქვს კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვიზიარებთ გენერალური მდივნის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო და ალიანსი გამოყოფენ ყველა აუცილებელ რესურსს საიმისოდ, რომ განხორციელდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებული ყველა პროექტი და გამოყენებულ იქნეს ვარშავაში განსაზღვრული თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული გზა. ეს ინიციატივები ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებასა და ამ გზით ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.
განვიხილეთ რეგიონალური უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. შევთანხმდით, რომ შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია. საქართველო მიესალმება ნატო-ს ინიციატივებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვიაზრებთ შავი ზღვრის უსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და რეგიონალური მშვიდობისათვის. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მზადაა ჩაერთოს ალიანსის მცდელობებში, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მნიშვნელობას ალიანსისთვის და ჩვენ, როგორც ასპირანტი ქვეყანა, განვაგრძობთ წვლილის შეტანას ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში.
ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და რუსეთსა და სოხუმის თვითგამოცხადებულ რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს. შეთანხმება შეეხება ერთიანი სამხედრო დანაყოფის შექმნას. ეს უკანონო ქმედება უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს.
საქართველო მიესალმება ნატო-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ასევე გამოვხატავთ მადლობას ნატო-ს ერთსულოვან და მყარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს ჩვენი ტერიტორიიდან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.