იენს სტოლტენბერგი: „მადლობას მოვახსენებ ქართველ მებრძოლებს, რომლებმაც მაზარი-შარიფში, გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას, გამოიჩინეს ძალიან დიდი სიმამაცე და პროფესიონალიზმი"
02-12-2016, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გასულ თვეს ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცების მიერ გამოჩენილი „პროფესიონალიზმისა და დიდი მამაცობისათვის“ საქართველოსა და მტკიცე მხარდაჭერის მისიის სწრაფი რეაგირების ძალებში მომსახურე ქართველ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.

 


„მადლობას მოვახსენებ საქართველოს და ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიის სწრაფი რეაგირების ძალებში მომსახურე ქართველ მებრძოლებს, რომლებმაც გააკეთეს სწრაფი რეაგირება და დაიცვეს გერმანიის საკონსულო, როცა მასზე განხორციელდა შეტევა. საკონსულოს დაცვისას ქართველმა მებრძოლებმა მაზარი-შარიფში გამოიჩინეს ძალიან დიდი სიმამაცე და პროფესიონალიზმი. საბედნიეროდ, ამ ინციდენტს არ მოჰყოლია ფატალური შედეგები და არც ვინმე დაშავებულა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამხელა წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, ასევე ნატო-ს საქმიანობაში. ეს მაგალითი ასევე ცხადყოფს თქვენი მებრძოლების მნიშვნელოვან როლსა და პროფესიონალიზმს ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ოპერაციებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი