ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების პირველ პირებთან შეხვედრაზე ის მუნიციპალიტეტები დაასახელა რომლებსაც ბიუჯეტის თანხების წარმატებული და წარუმატებელი ათვისება აქვთ. მან ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ჩამორჩენები აქვთ, მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორება მოსთხოვა.
“სიღნაღი, გურჯაანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93-94%-ის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი – აქ 90%-ის ფარგლებშია ათვისება გასულ წელს. იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ხონი, ჭიათურა, ასევე, ქვემო ქართლი, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, წალკა – აქაც არის ძალიან კარგი შესრულება. სამეგრელო-ზემო სვანეთში ხობის მუნიციპალიტეტს აქვს 100%-იანი ათვისება. სენაკი, აბაშა, მარტვილი, ზუგდიდი ასევე მაღალი ათვისებაა. გურიაში – ჩოხატაური, ოზურგეთი, აჭარაში – შუახევი არის 100%-იანი ათვისება. ხელვაჩაურში არის 99%-იანი ათვისება, ხულოში 98%-იანი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, დანარჩენ რაიონებს აქვთ შედარებით დაბალი ათვისებები. პრემიერმა მათ მოუწოდა, რომ სასწრაფოდ გამოასწორონ მდგომარეობა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ასევე თანხების მაღალი ათვისებაა რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ონის რაიონსა და ამბროლაურში, თუმცა დანარჩენ რაიონებს აქვთ დაბალი ათვისება და მათაც მოუწევთ, რომ წელს ეს მაჩვენებელი გამოასწორონ. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, ღარიბაშვილის განცხადებით, მთიანეთში არის 80%-იანი ათვისება. დანარჩენებს აქვთ ჩამორჩენა 70%-ს ქვემოთ.
“ეს არის მაგალითები, რომლებიც მე მინდოდა თქვენთვის მომეყვანა. წელს ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები დავიწყეთ. მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალურად გავაქტიურდეთ და მოვახდინოთ კონცენტრირება ყველა იმ პროექტზე, რომელიც არის დაწყებული. ჩვენ დროულად უნდა დავასრულოთ ყველა პროექტი, დროულად უნდა გამოვაცხადოთ ტენდერები და პროექტების მიმდინარეობას გავუწიოთ კონტროლი და მონიტორინგი," განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.