საქართველოს მთავრობასა და “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას (BTC Co), “სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია (SCP Co)”-ს საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი ინვენსტირების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მილსადენი კომპანიები ახორციელებენ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკოსისტემის - იმერეთის წაბლნარი ტყეების შენარჩუნება-აღდგენის პროცესი დაიწყება. წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობას წარმოადგენს და მისი ბუნებრივი კორომები იმერეთის რეგიონში უნიკალურ ეკოსისტემას ქმნის.
წაბლნარი კორომების ხმობა, რომელიც დაავადების - წაბლის ქერქის კიბოთია გამოწვეული ჯერ კიდევ გასული საუკუნის პრობლემას წარმოადგენს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო, მომავალი წლის გაზაფხულიდან, ამ ტერიტორიებზე ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, რაც გარდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა, ადგილზე დროებითი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
ხელშეკრეულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის (BTC Co), “სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია (SCP Co)” -ის გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ მოაწერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.