თბილისში ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონია გაიმართა
03-12-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონია "Welcome to Georgia" გაიმართა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტში 300-ზე მეტი ნომინანტი - საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები საქართველოს ყველა რეგიონიდან, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, ღონისძიებების და ფესტივალების, რესტორნების და საკვები ობიექტების სერვისის მიმწოდებლები, ღვინის კომპანიები, გასართობი და ბიზნესობიექტები მონაწილეობდნენ.

 

 

მერიის ინფორმაციით, ნომინანტები ორ ეტაპად შეფასდნენ. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ონლაინ ხმის მიცემა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე, მეორე ეტაპზე ნომინანტები ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ფინალისტები და გამარჯვებულები პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველომ“ გამოავლინა.


გამარჯვებულები 19 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. გამაჯვებულ კომპანიებს შორის თბილისში არსებული სასტუმროები „კონტინენტალ ქრონ პალასი“, „ჰოლიდეი ინ“, „ქორთიარდ მარიოტი“, „ქართული სახლი“ და „ვინოტელი“ დასახელდნენ.

 

 

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ასევე, ტურიზმისა ინდუსტრიის, მედიისა და ბიზნესსექტორის 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

 

 

დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა პროექტ Welcome to Georgia-ს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაჯილდოების პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესსექტორის მხრიდან.

 


„21-ე საუკუნეში ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ინდუსტრიას წარმოადგენს, რომლის განვითარება პოზიტიურად მოქმედებს დასაქმების ზრდაზე. მაღალგანვითარებული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიას სამუშაო ადგილების შექმნაში ლიდერის პოზიცია უკავია. გარდა ამისა, აღნიშნული სფეროს განვითარება ქვეყნის და ქალაქების ცნობადობასაც ზრდის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ტურიზმის განვითარებას ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, თბილისის მერია პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი