თბილისის მერიაში მიწის რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეებისათვის მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების საკითხები განიხილეს და შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე, შემდგომ დახვეწასა და აღნიშნულ პროცესში მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
დედაქალაქის მერიის განმარტებით, შეხვედრის მიზანი საქართველოს კანონით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მუნიციპალიტეტებისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ეფექტურად განხორციელების საკითხთან დაკავშირებით, მხარეებს შორის მოსაზრებების გაზიარება იყო.
მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები და გამგებლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.