შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პარასპორტის ფესტივალი სახელწოდებით, „სპორტი ბარიერების გარეშე“ თბილისის „პარასპორტის განვითარების ცენტრში“ გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, სპორტის 9 სახეობაში გამართულ ტურნირში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა და დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებით იასპარეზეს.
"ფესტივალი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობასა და მათი თვითრეალიზაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობენ. თავდაცვის უწყებისთვის მათზე ზრუნვა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მხარდაჭერა და მსგავს ღონისძიებებში ჩართვა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფესტივალის ფარგლებში პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთმანეთს სულ 150 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი შეეჯიბრა. გამარჯვებულები მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა დააჯილდოვეს.
პარასპორტის კვირეული საქართველოში 29 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.