საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მესამე დღეა ინტენსიური თოვაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობამ, შესაძლოა, ზვავსაშიშროება გამოიწვიოს, ამიტომ გზის ამ მონაკვეთზე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე, აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთთან, ამ დროისთვის გზის გახსნას, დაახლოებით, 60 ავტომანქანა ელოდება.
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხვალიდან, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, როგორც კი შესაძლებელი გახდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.