ქობულეთის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა, რომელიც ამ წუთებში სტიქიის ზონაში იმყოფება, შტორმის სიმძლავრე დაახლოებით 3-4 ბალს შეადგენს. მისი თქმით, შტორმი საღამოს 11 საათისკენ გააქტიურდა, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, ერთ-ერთი მათგანი სამარშრუტო ავტობუსს დაეცა, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
გამგებლის თქმით, ქობულეთის ერთ-ერთ უბანში სანიაღვრე არხმა წყლის დიდი მასა ვერ გაატარა, ის სილისაგან აივსო, რომლის გაწმენდაც შტორმის შენელებისთანავე დაიწყება. „მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს წყალი ქუჩებში არ დადგეს. როგორც კი ჩაცხრება ტალღები, დავიწყებთ სანიაღვრე არხების გაწმენდას", - განაცხადა გამგებელმა.
სულხან ევგენიძის თქმით, თავდაპირველად პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით შეიქმნა, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა უმეტესწილად აღმოფხვრილია და მხოლოდ 50-მდე ოჯახი რჩება ელექტროენერგიის გარეშე, რომელთაც დენის მიწოდება სავარაუდოდ, დილიდან აღუდგებათ.
როგორც ქობულეთის გამგებელმა Guardian.ge-ს განუცხადა, თავადაც და შესაბამისი სამსახურებიც მზად არიან მაქსიმალურად იმოქმედონ შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.